შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შენთვის ვიცოცხლოთ იქნებ

„შენი ვარ, შენთვის მოვკვდები..."

კვლავაც მაღელვებს შენი ცისმარე,
მზე - მორბენალი იფქლზე…
სიკვდილს არ ვუდრკით, მაგრამ იქამდე
შენთვის ვიცოცხლოთ, იქნებ.
ჩიტი მზეწვია, ასე მოწყენით,
ვის სატკივარზე მოთქვამს?
ბევრჯერ დაგცადეს, ისევ მოწმდები,
ჩემო ბედკრულო მოდგმავ.
კვლავ იყვავილებს შენი ჩინარი,
შენი ნათქვამი სიტყვა…
- ვიდრე მტრის ბუკზე ყრმა პირმცინარი
წელზე ხმალ-ხანჯალს ირტყამს…
მას არ აშინებს მტერი მრისხანე
(ან შიშს ვით უნდა ეძმოს)…
სიკვდილს რა უნდა, ოღონდ, იქამდე,
შენთვის სიცოცხლე შეძლოს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →