ჩანაწერი
Laravel
თურმე
ქარებმა ვარდფურცლობა ამარიდეს,
ფოთლებიც მტოვებენ და მიდიან…
მეგონა, სიყვარული გავამხილე,
თურმე, აღსარება მითქვია.
ასკეზი ჩემი არ მთავრდება,
გზად ვიკვლევ ჯავრების ფანდებს.
ბედიც შევაჩვენე, უკუღმართი,
ბრაზიც გავუბედე გამჩენს…
ჟამო, დამიხანჯლე გული,
ეს გზა უნდა განვვლო მარტომ,
შენგან რაღა უნდა ვივნო
თვითონ ცხოვრებისგან ნამტრომ…
როცა ვარდფურცლობაც ამარიდეს,
ფოთლებიც მტოვებენ და… მიდიან…
მეგონა, სიყვარული გავამხილე,
თურმე, აღსარება მითქვია…
ფოთლებიც მტოვებენ და მიდიან…
მეგონა, სიყვარული გავამხილე,
თურმე, აღსარება მითქვია.
ასკეზი ჩემი არ მთავრდება,
გზად ვიკვლევ ჯავრების ფანდებს.
ბედიც შევაჩვენე, უკუღმართი,
ბრაზიც გავუბედე გამჩენს…
ჟამო, დამიხანჯლე გული,
ეს გზა უნდა განვვლო მარტომ,
შენგან რაღა უნდა ვივნო
თვითონ ცხოვრებისგან ნამტრომ…
როცა ვარდფურცლობაც ამარიდეს,
ფოთლებიც მტოვებენ და… მიდიან…
მეგონა, სიყვარული გავამხილე,
თურმე, აღსარება მითქვია…
Laravel
კომენტარი
0