ჩანაწერი
Laravel
* * * (სანამ გული შემიტყვია მშვიდი...)
სანამ გული შემიტყვია მშვიდი, -
დაკარგული დასაკარგით მკვდარი…
ვარდის სუნი სანამ ასდის ზეფირს
და ატმებით გრძნეულია ქარი…
მომალანდე შენეული მზერა,
გამიღიმე, ვიდრე დაგვღლის ჟამი,
ჩიტ-ჩიორებს სიყვარულის სჯერათ,
გაზაფხულზე გულის ღია კარის…
თორემ ავდრებს თუ მივენდე მიწყივ,
დრო წაიღებს ნათოვსა და ნაწვიმს…
არც საფლავის ქვა იქნება ცივი,
არც წითელი, - ჩამავალ მზის ღაწვი.
დაკარგული დასაკარგით მკვდარი…
ვარდის სუნი სანამ ასდის ზეფირს
და ატმებით გრძნეულია ქარი…
მომალანდე შენეული მზერა,
გამიღიმე, ვიდრე დაგვღლის ჟამი,
ჩიტ-ჩიორებს სიყვარულის სჯერათ,
გაზაფხულზე გულის ღია კარის…
თორემ ავდრებს თუ მივენდე მიწყივ,
დრო წაიღებს ნათოვსა და ნაწვიმს…
არც საფლავის ქვა იქნება ცივი,
არც წითელი, - ჩამავალ მზის ღაწვი.
Laravel
კომენტარი
0