შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჟანგბადი

(მარი(ენს)

შემოდი, უკვე ჩამოვხსენი
სულის ფარდები,
შემომეფეთე, შემო მეკვლედ,
შემო მარტივად,
სანამ ამ სითბოს საბაოთად
შეიფარდებენ
სხვები და სანამ
ეს მტკივანი გული არ მტკივა -

შემოდი ღია ფანჯრებიდან,
როგორც ჰაერი...
უსამართლობა იქნებოდა
კიდევ გვედავა,
არ შემომეშვი, არ მესუნთქე,
რაღაცნაირო,
შენც იდგებოდი შორიახლოს
გაუბედავად.

დღეს კი სულს მინდა ჩამოვხიო
მუქი ფარდები,
გარეთ ცივა და ამ ცხელ გულში
მინდა რომ ენთო...
- სანამ ამ სითბოს - საბაოთად
შეიფარდებენ
სხვები... მე თასმის შეხსნის ღირსი
გამხადე ღმერთო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →