შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ბევრი შევძელი

ეს გრძნობა ჰგავდა მთვრალ მეციხოვნეს,
რომელიც შენთან ჭიდილს დანებდა,
არ მეგონა თუ ჩემ შობილ სონეტს,
შენში არსებად დაივანებდი.

ეს დამარცხება არწივის ფრთებით,
ფენიქსად ქცეულს - ჰგავდა აღდგომას,
ერთად ვართ კარგი, თუმც ახლა ვხვდები,
ბევრი შევძელი ყოფნით მარტომაც.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →