შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

აბსურდული გადამეტება

სიჩუმე ღეჭავს წამებს ხმაურით,
მარტოობასთან დარჩენა მიწევს,
მყუდროებაში სიო აურევს,
ფოთლების შრიალს და მტვრიან მიწას...

შიშველ სხეულებს ვეღარ მალავენ
ჭადრის ხეები, აღარც რცხვენიათ,
ფოთლებთან ერთად წლებსაც პარავენ,
წლები... აბა სხვა რა დარჩენიათ.

მიყურსულ სუნთქვას ვანელებ, ლბება
უპეები და ვყლაპავ სისველეს,
სული რომ გადის... სხეული კვდება,
გარდაცვალებით - სული ისვენებს...

მოლაჟვარდებულ სხეულს ვიხსენებ,
სიგრილეს გამთბარს კოცნის სირბილით,
საით წავიდე, საით?.. მიჩვენე!
რომ დროს გავასწრ მოცდით... სირბილით...

ვწერო და ვწერო, ფართო თუ მწირი...
სევდა გრძნობაში არ დამეტევა,
იქნება დიდი და ისე მცირე,
ვით თვითმკვლელობის გა(რ)დამეტება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →