შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სათამაშოების გამყიდველ - რეზო ბაბუს

ფერადი ბაბუ

ფერადი ბაბუ ჩამოუვლის თბილისის ჭადრებს
მის მოხუც თვალში იძირება სამყაროს სევდა
ფერადოვნება თოჯინების გაჰფანტავს დარდებს
და საუკუნოდ გადაისვრის წუხილს და დელგმას

ფერადი ბაბუ მოწიწებით გვთავაზობს ნივთებს
საჭიროება ამ ნივთის ყველაფრად ფასობს
ჩემთვის მისი გული სამყაროს იტევს
და მისი ხელის სიმხურვალე ახლაც კი მახსოვს

ვერ დაივიწყებ იმ ხელიდან წამოსულ სითბოს
მახსოვს ის ხიბლი ის სიყვარული ის ძველი ეზო
ჭადრის ქუჩაზე ჩემს ყურადღებას ყოველთვის იპყრობს
დარდის მფანტველი ფერადი ბაბუ სახელად რეზო!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →