ჩანაწერი
Laravel
შუქ-ნიშანი
გზის გადაკვეთას სულ რამდენიმე ნაბიჯი უნდა
ესენიც ნიშანს ელიან ,შუქნიშნის.
მაგრამ გზა რომელიც ბაბილონში მიდის
და ნათება რომელიც მუდმივი გახდა
იქით არავის უშვებს-
მეორე მხარეს, ანუ საკუთარ თავში.
ატომები შიგნით თუ გარეთ
ფეთქდებიან ადამიანებად
ქალაქის სურნელი კი ყველა ნახვრეტს ავსებს
ავსებს ფანჯრებს , ავსებს კარებს, ავსბს აუზებს
თვალებს და თავის ქალებს
და ყველა სურვილს და ნებას
რომ გინდა გადაკვეთო
რომ გინდა გადახვიდე.
ნაბიჯები კი მეორდება როგორც სასვენი ნიშნები
და სუნთქვა შეუმჩნეველი ხდება აქაც -წამით .
საკმარისია თუნდაც უბრალო , ელექტრო შუქნიშანს უყურებდე
რომელიც კიდევ რამდენიმე წამს ჩამოთვლის დაბადებამდე.
ისევ სიტყვების კონად გადაიქცა აქ ყოფნა
მშვიდი
ჩუმია ფიქრებიც, ისევ-ღრმა კოსმოსზე
- თითქოს იცოდე,
თითქოს იცოდე რა გელოდება მეორე მხარეს.

კომენტარი
0