შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

არაფრის დილა

არაფრის დილა,
რვა წლის წინ ატვირთული ვიდეო ქსელში
-ქსელიც არაფრის ,
ქსელი დროის ან მისი ფუჭად ხარჯვის ლაბირინთების.

უფერო დილა გადაიქცევა დღედ სასწაულის -ასეც მომხდარა
ქარია ქალაქში -ადამიანში ანუ ჩემში ქარბუქია უაზრობის, მონოტონიის და ფანტვის დიდოსტატიის.

წარსულის მტვერი აწმყოს სხივზე ბზინავს კრისტალებად-
-ძლივს შესამჩნევად -მაგრამ მაინც
-ძილს შეჩვეული- ნისლი უიმედობის
გაიფანტება- მაგრამ როდის?

და თუნდაც სახლი, სოციალური ქსელები , ქუჩები, ბარები და ღამის კლუბები სავსეა სხეულებით
აქ მაინც სიმარტოვეა
და რა არის ეს აქ?
იქნებ და პასუხიც ეს არის ზუსტად: არაფრის დილა ან თავად კითხვა?!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →