შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სხვა ქარი

არაფრით გამორჩეული საღამო-
მზე ისევ ძველი მთის უკან
ათასჯერ გავლილ წრეზე.
ძველი პოეტების გავლილ გზებზე -ბოლო სხივები, მუქი ყვითელი.
სულ არაფერი იცვლება
მეორე დღემდე- შემდეგ გაღვიძებამდე.

მხოლოდ ქარია თითქოს აქ უცხო-
შემოპარული წმინდანივით
ან ვირუსული კოდივით
წესრიგის რომ გირღვევს უღალატო კოსმიურობით.
სხვა ქვეყნის სიგრილე და სული რომ მოაქვს- უხილავი:
ყვითელი ყვავილის , წითელი წიწაკის
ხმელი დაფნის ან ნედნლი ტკბილი პიტნის
რომელიღაც ბაზრის
ძველი ქალაქის გულიდან
სულ სხვანაირი სურნელებით.

ის გზა რომელიც აქამდე მოდის-
ავტობანების ,შენობების და ტყეების გავლით ,
აქ, ამ სახლამდე
- ეს შენში შესასვლელი გზაა
წმინდა და ზღაპრული.
დახუჭავ თვალებს და სხვების სუნთქვას იგრძნობ -შენს მკერდზე აცეკვებულს
ადამიანების, განათებული თვალებით და დაძარღვული ხელის მტევნებით
ანუ მიწის ადამიანების
ანუ ცის ადამიანების
ქაოსში ბედნიერი ადამიანების
და შენ მიხვდები რომ ეს მათი ქარია-
ეს მათი ქროლვაა და შეგიძლია რომ შიგნით შეუშვა- შენში
სულ რამდენიმე წამი გაქვს რომ ამით დატკბე
საკმარისია ესეც.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →