ჩანაწერი
Laravel
GOD IS DEAD
ნაწილი-I
და მე ვკითხე მას–სადაა ღმერთი?
და მიპასუხა მან–არსად!
კითხვა დავუბრუნე–რატომ?
კითხვითვე მომიგო–ვითომ?
და ვიცოდი წინასწარ–რატომ…
და ვფიქრობდი მუდმივად–ვითომ…
სადღაც, შორეულ ოკეანეებს ვუხმე-
ღმერთი იქ სვამს წყალს, თურმე…
ნაწილი-II
დაკონკილია ძლიერ, დაფლეთილებში წნული
და ჩავეკითხე ისევ–სად არის ჩემი გული?
ჩრდილო-დასავლეთს, მხარეს
გადაკარგული ვცანი, მივეცი ჩუმად ბანი…
საჰარას ხრიოკ ველზე გადმოვექანე ასე-
კუზი აქლემის როგორც, ცათამბჯენების ხიბლი;
და ვაშტერდები კუზებს, საათი მისვამს ტუზებს,
ისევ ვიკითხე უხმოდ–ღმერთი ესაა ნუთუ?..
სინონიმებით ფიქრმა ანესტიანა გონი,
იყო უხეში, რადგან, ჩემი სპეტაკი ტონი;
განკაცდა რადგან ისიც, უდაბურეთში ადრე-
ზუსტად შეკითხვაც ესე, დაუყოვნებლივ ვკადრე!
სიცხის მირაჟებს ელდა ჩამოურეკავთ ზარად
და მერამდენე სევდა უტარებიათ დარად…
განა მასშია არსი, განა მისია ზენა?
იყო ღაღადი ესე..არ იყო ყურთა-სმენა!..
ნაწილი-III
ვიდოდი წყალთა ზემოდ, ტერფები თლიდა ტალღებს,
სამყაროებში ვთხზავდი ლექსად მოვლენილ ბალღებს…
ნაწილი-IV
და კიდევ გაჩნდა კითხვა,
და ისევ გაკრთა სიტყვა…
ღმერთის არყოფნის დამღამ
მე, რექვიემი მითხრა!..
საროსკიპოებს ორთქლში
გააცისკროვნებს ცრემლი-
სოდომ-გომორის ეშხად
იავარქმნილი გრდემლი…
ნაწილი–V
შხეფად ნაკადი ცათა გადაიშალა უმალ
მასაც დავკითხავ, მივალ, თუმცა რა ვკითხო მეტი…
ატორტმანებულ ზვირთებს-ტიტანთა განტოტვაში
ეჩურჩულება-ყვირის, უსათაურო ღმერთი…
უდაბურობის ქუდი და უკუნეთის ქურქი
შემოუცვია ტანზე, გამხდარა ძალზედ მუქი…
მუხლად მოყრილი, სველი მას მივეახლე კვალად
-”შემომეხარჯე გზაში, უზალთუნების დარად…”-
და მე ვკითხე მას–სადაა ღმერთი?
და მიპასუხა მან–არსად!
კითხვა დავუბრუნე–რატომ?
კითხვითვე მომიგო–ვითომ?
და ვიცოდი წინასწარ–რატომ…
და ვფიქრობდი მუდმივად–ვითომ…
სადღაც, შორეულ ოკეანეებს ვუხმე-
ღმერთი იქ სვამს წყალს, თურმე…
ნაწილი-II
დაკონკილია ძლიერ, დაფლეთილებში წნული
და ჩავეკითხე ისევ–სად არის ჩემი გული?
ჩრდილო-დასავლეთს, მხარეს
გადაკარგული ვცანი, მივეცი ჩუმად ბანი…
საჰარას ხრიოკ ველზე გადმოვექანე ასე-
კუზი აქლემის როგორც, ცათამბჯენების ხიბლი;
და ვაშტერდები კუზებს, საათი მისვამს ტუზებს,
ისევ ვიკითხე უხმოდ–ღმერთი ესაა ნუთუ?..
სინონიმებით ფიქრმა ანესტიანა გონი,
იყო უხეში, რადგან, ჩემი სპეტაკი ტონი;
განკაცდა რადგან ისიც, უდაბურეთში ადრე-
ზუსტად შეკითხვაც ესე, დაუყოვნებლივ ვკადრე!
სიცხის მირაჟებს ელდა ჩამოურეკავთ ზარად
და მერამდენე სევდა უტარებიათ დარად…
განა მასშია არსი, განა მისია ზენა?
იყო ღაღადი ესე..არ იყო ყურთა-სმენა!..
ნაწილი-III
ვიდოდი წყალთა ზემოდ, ტერფები თლიდა ტალღებს,
სამყაროებში ვთხზავდი ლექსად მოვლენილ ბალღებს…
ნაწილი-IV
და კიდევ გაჩნდა კითხვა,
და ისევ გაკრთა სიტყვა…
ღმერთის არყოფნის დამღამ
მე, რექვიემი მითხრა!..
საროსკიპოებს ორთქლში
გააცისკროვნებს ცრემლი-
სოდომ-გომორის ეშხად
იავარქმნილი გრდემლი…
ნაწილი–V
შხეფად ნაკადი ცათა გადაიშალა უმალ
მასაც დავკითხავ, მივალ, თუმცა რა ვკითხო მეტი…
ატორტმანებულ ზვირთებს-ტიტანთა განტოტვაში
ეჩურჩულება-ყვირის, უსათაურო ღმერთი…
უდაბურობის ქუდი და უკუნეთის ქურქი
შემოუცვია ტანზე, გამხდარა ძალზედ მუქი…
მუხლად მოყრილი, სველი მას მივეახლე კვალად
-”შემომეხარჯე გზაში, უზალთუნების დარად…”-
Laravel
კომენტარი
0