შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ბიჭი რომელიც მზის ღიმილს უცდის

Ravenn 7 თვის წინ
იწვის და დნება,
დაიფერფლება,
სულის ნაწილი -
ნაკუწი ფურცლის,
მაგრამ იმედი კვლავ მოფრინდება,
შენგან გატყორცნილ ღიმილს დაუცდის.


სითბონაკლული, ფერდაკარგული,
რუხი წვიმების უნდობელ თქეშით,
ელოდა ღიმილს ჩემი სხეული,
მზე კი, ღიმილით იწვოდა შენში.

იწვოდი ვნებით და მეც მანიშნე,
კრთებოდა ალი ბაგის არეში,
როცა ამ ბაგეს მოვითარეშებ,
უნდა დავიწვა სიმხურვალეში.

შენც, დაიწვები, მაგრამ ამაყად,
და არა, როგორც ნაგლეჯი ფურცლის,
მე კი, დაფერფლილს, უნდა დამარქვა
ბიჭი, რომელიც მზის ღიმილს უცდის...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →