ჩანაწერი
Laravel
აზრის გაქცევა
მწველი ძროხები დღეს მორძეული სარდაფებია,
სადაც მშვენება ცრუ სიყმაწვილის მკვდარ კედლებს ბადებს.
აქ მტვრის ფარდებში ფურისულებიც დაღამდებიან,
ზღვარი წავშალე... ზამთრის ქვაბებით დამკივის მთვარე.
ფეხები ხმება ლავრების ლხენით, შხამთა შხეფებად,
წვეთები მელის ლამპიონებად, ველთა მშენებლად.
ბერდება გედი, გველდება ძველი თმენა ტერფებად,
სანდო ვერხვებად ზეცაში მტრედის განსასვენებლად.
ტანჯვა ვალია, ვაგხანალია — დროის გოლგოთა,
დიდების ბზარი ანემონებად ზვრების ჩოჩქოლთა...
მოსასხამია უხმო სარდაფი მაკედონელთა,
შირვანის შაჰის შარავანდედი შემგროვებელთა.
და გადის ხანი ლერწმის ანბანი სამყაროს გლოვით.
ფერხთით ვიტირე ტკბილმოუბარი ცხოვრების მცველი,
ეჟვნის სიცელქე შვებით ვიმღერე , როს ვედებს ვგრძნობდი,
შვილთა შენდობა შემწყანერბლური შამანებს შველის...

კომენტარი
16სიცოცხლე / საზრდო vs. ჩახუთულობა: „მწველი ძროხები“ (სიცოცხლის, ბუნებრივი სიმდიდრისა და რძის/საზრდოს სიმბოლო) გადაქცეულან „მორძეულ (ჩამოქცეულ/ბნელ) სარდაფებად“. ეს არის სულიერი ან მატერიალური სიღარიბის, ჩახუთულობის შეგრძნება."მწველი" იმიტომ არის რომ ვეღარც ძლებენ და ნელნელა ილევიან.
წარსულის ილუზია: „ცრუ სიყმაწვილე“ და მისი „მკვდარი კედლები“ გვეუბნება, რომ ახალგაზრდობის ოცნებები და სილამაზე ილუზორული აღმოჩნდა. კედლები ნიშნავს ჩაკეტილობას როგორც ფიზიკურს ისე სულიერს.
ზამთრის ქვაბები“ და „დამკივის მთვარე“ ქმნის აბსოლუტური სიცივის, გაყინულობისა და ყვირილის/ტკივილის განცდას. ზღვარი რეალობასა და სიზმარს შორის წაშლილია.
ეს არის სარდაფში დაფლული ქვაბები,რომელთა რახარუხი კონტრასტში მოდის მთვარის მშვიდ ყოფასთან ცაზე.
ფეხები იმიტომ რომ ასევე სიმბოლურად წინსწრაფვის ,სიარულის მეტაფორა.
„ბერდება გედი“ — სილამაზე, სიწმინდე და ხელოვნება ბერდება.
„გველდება ძველი თმენა“ — წლობით დაგროვილი მოთმინება სიკეთედ კი არ რჩება, არამედ გველად (სიბრაზედ, შხამად, სიბოროტედ) გადაიქცევა.
სულის თავშესაფარი: ამდენი ტკივილის ფონზე, „მტრედი“ (სული) ეძებს განსასვენებელს „სანდო ვერხვებში“ — ანუ ბუნებაში, სიმშვიდეში, ზეცასთან ახლოს.
ამქვეყნიური დიდების მსხვრევა: ალექსანდრე მაკედონელისა და შირვანის შაჰის ხსენება შემთხვევითი არ არის. მათი დიდება, შარავანდედი და იმპერიები დღეს მხოლოდ „უხმო სარდაფია“ და „შემგროვებელთა“ (მუზეუმების, ისტორიკოსების) საკუთრება. ყველაფერი ამაოა.
სულიერი გათავისუფლება: ბოლო ორ სტრიქონში შემოდის „ვედები“, „შამანები“ და „შენდობა“.
ეგზისტენციალური ტანჯვისგან, ისტორიული ამაოებისა და სიბერისგან ხსნა მხოლოდ შენდობაში, მიტევებასა და სულიერ წმენდაშია.
„შამანებიც“ კი (მაგიური/სულიერი ძალები) მხოლოდ მაშინ პოულობენ შველას, როდესაც შენდობასა და შემწყნარებლობას აღწევენ.
ლირიკული გმირი განიცდის ახალგაზრდობის ილუზიების მსხვრევას, ხედავს ამქვეყნიური დიდების ამაოებას (მაკედონელი, შირვანშაჰი), გრძნობს სიბერისა და დროის სისასტიკეს („გველდება თმენა“), მაგრამ ბოლოს აღწევს სულიერ სიმშვიდეს — ცოდვების მონანიებით, სამყაროს მიღებითა და საკუთარი თავის შენდობით.