შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ყური უგდე როცა მღერის ქალი

ყური უგდე როცა მღერის ქალი
და მის განცდებს მიადევნე თვალი,
გულის ბგერას აფრქვევს ყელი სალამური
ქალური განცდის ქროლვა სამური,
ყური უგდე როცა მღერის ქალი
და მის თვალში კრთის სინაზის ალი,
არ შეეხო,
არ შეაკრთო ქალი,
მისი სიტყვა ოცნებების დარი,
მოუსმინე როგორ მღერის ქნარი,
ქალი წრფელი, ოცნების სადარი,
ქალზე დიდი მეოცნებე
მითხარ სადმე არი?
მოუსმინე როცა მღერის ქალი,
მიაფრქვიე ტრფობის ნაზი ალი,
ნუ დაუშლი,
ნუ აყოვნებ
გზა მიეცი
როცა მღერის მეოცნებე ქალი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →