ჩანაწერი
Laravel
ჰორიზონტს იქით ნისლი ჩამოწვა
ჰორიზონტს იქით ნისლი ჩამოწვა
წარღვნას ქადაგებს შავი ღრუბლები
ცის ლაჟვარდს სვავნი დასტრიალებენ
ცივსისხლიანი ბოღმის გულებით
ტყე შეარხია ნელმა ნიავმა
გრიგალს თან მისცა რისხვის ალამი
ცამ მქუხარებით ამოიოხრა
ელვამ გარიყა სვავთა ვარამი
ქარმა არია ფრინველთა გუნდი
წვიმამ გარეცხა სვავთა გულები
ამალით მოდის ქარიშხალი და
წარღვნას ქადაგებს შავი ღრუბლები
ქარმა გაკვალა წარღვნის ბილიკი
ბნელმა ნათელში იწყო შერევა
ცამ თითქოს რისხვით მორთო ტირილი
ელვამ თან იწყო ბნელზე შეტევა
ამ აურზაურს მოეღო ბოლო
მალე მიწყნარდა ტყეც და ბუნებაც
თითქოს გრიგალმა იკრა ნაბადი
და გაეშურა გაჰყვა დინებას
ცისკრის ვარსკვლავმა ამოანათა
კვლავ გააღვიძა დედა-ბუნება
აღარსად მოჩანს შავი ღრუბლები
სვავთა ამალაც გაჰყვა ცდუნებას
წარღვნას ქადაგებს შავი ღრუბლები
ცის ლაჟვარდს სვავნი დასტრიალებენ
ცივსისხლიანი ბოღმის გულებით
ტყე შეარხია ნელმა ნიავმა
გრიგალს თან მისცა რისხვის ალამი
ცამ მქუხარებით ამოიოხრა
ელვამ გარიყა სვავთა ვარამი
ქარმა არია ფრინველთა გუნდი
წვიმამ გარეცხა სვავთა გულები
ამალით მოდის ქარიშხალი და
წარღვნას ქადაგებს შავი ღრუბლები
ქარმა გაკვალა წარღვნის ბილიკი
ბნელმა ნათელში იწყო შერევა
ცამ თითქოს რისხვით მორთო ტირილი
ელვამ თან იწყო ბნელზე შეტევა
ამ აურზაურს მოეღო ბოლო
მალე მიწყნარდა ტყეც და ბუნებაც
თითქოს გრიგალმა იკრა ნაბადი
და გაეშურა გაჰყვა დინებას
ცისკრის ვარსკვლავმა ამოანათა
კვლავ გააღვიძა დედა-ბუნება
აღარსად მოჩანს შავი ღრუბლები
სვავთა ამალაც გაჰყვა ცდუნებას
Laravel
კომენტარი
0