შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ქარია გარეთ და ფიქრები კივიან,

გიო გოლიაძე 6 წლის წინ
ქარია გარეთ და ფიქრები კივიან,
მესმის ხმა: „გამოდი ძალიან მჭირდები“
მე კი კვლავ მარტო ვარ, გრძნობები მიჰქრიან
ამრთელონ დაბზარულ ფანჯრების მინები.

მე კი კვლავ მარტო ვარ, ოჰ ისე ძნელია…
ბუხრის წინ ვზივარ და ღიმილით ვფიქრდები.
იშლება ოცნების ნაქარგი ხედი და
მე ისევ წარსულზე კვლავაც ავტირდები.

გაიხსნა ფიქრების ლამაზი კარიბჭე,
მე აქ ვარ შენ, ალბათ ჩემ გვერდით იქნები.
არ გვინდა ჩარჩოში, ჩვენ მალე გავიქცეთ,
რომ ერთად ავკინძოთ ტანგოში რითმები.

მხოლოდ აქ დარჩება გრძნობები ჩემთან და
გულშია… ეჰ ისევ ვეფლობი დარდებში,
ქარია, წვიმა და ნისლები მიჰქრიან,
შემოდი ნუ დგახარ! ნუ დგახარ კარებში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →