ჩანაწერი
Laravel
ადამიანი
კედლებზე მდარე ნახატებს ვსინჯავ
და მათ უკან კი წარწერებს მწერლის,
მთელი დღე ასე ჩალუმად ვზივარ,
ვზივარ და ვუსმენ, მაგრამ რა მესმის?
ათასგზის ვიტყვი, დამმარხოს წვიმამ,
რომ სიბრიყვეში ცხოვრებას ვწყევლი.
ადამიანი? მე მაშინ ვიცან
სიხარხარით რომ მომბანა ცრემლი.
ქაღალდის წვერზე ვჯღაბნიდი წვრილად,
და ათასი ხმა მეხვია თავზე,
ო ღმერთო ჩემო შევძლებ კი მშვიდად,
წერას ან კითხვას ამ ქვეყანაზე?
აღარ აქვს აზრი რაც გამოსახე
ისეა ღმერთო გაშიშვლებული,
ადამიანი? დიახ მე ვნახე
საცოდავი და გაბრიყვებული...
და მათ უკან კი წარწერებს მწერლის,
მთელი დღე ასე ჩალუმად ვზივარ,
ვზივარ და ვუსმენ, მაგრამ რა მესმის?
ათასგზის ვიტყვი, დამმარხოს წვიმამ,
რომ სიბრიყვეში ცხოვრებას ვწყევლი.
ადამიანი? მე მაშინ ვიცან
სიხარხარით რომ მომბანა ცრემლი.
ქაღალდის წვერზე ვჯღაბნიდი წვრილად,
და ათასი ხმა მეხვია თავზე,
ო ღმერთო ჩემო შევძლებ კი მშვიდად,
წერას ან კითხვას ამ ქვეყანაზე?
აღარ აქვს აზრი რაც გამოსახე
ისეა ღმერთო გაშიშვლებული,
ადამიანი? დიახ მე ვნახე
საცოდავი და გაბრიყვებული...
Laravel
კომენტარი
0