შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ყვითელი დილა ემოსა ქალაქს

გიო გოლიაძე 6 წლის წინ
ყვითელი დილა ემოსა ქალაქს,
ყვითელი მზისგას ნაჩუქარ სითბოს
უნაწილებდა დალაქი-დალაქს
ყავის ფინჯანში დარჩენილ სიტკბოს.

და იქვე ვიღაც ტაქსისტმა ბავშვი,
გადაარჩინა ტალახში დასვრას
და ბურდღულებდა ნოტიო ხმაზე,
ტაქსისტის ლურჯი ოპელის მარკა.

ესალმებოდნენ ერთურთს ღიმილით,
ფოთოლი ფოთოლს ეხეთხებოდა,
მეეზოვე კი ნაზი ღიღინით
და ჩორჩხით ქუჩას ეფერებოდა.

რა ლამაზია ვფიქრობ და ვამჩნევ
ყვითელ ავტობუსს აგვიანდება,
მე ველოდები და თან ვსლუკუნებ
რომ გამოცდაზე მაგვიანდება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →