შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ო მდუმარებავ...

გიო გოლიაძე 1 წლის წინ
ო მდუმარებავ, ჟამი გავარდეს!
ვერ გაექცევა წყვდიადი ზეცას,
მხეცთან ბრძოლაში, უნდა გადარჩე,
ისე რომ თავად არ იქცე მხეცად...

და თუ ყოველი ფიქრი კლდისაკენ,
მოპირკეთებულ აივნებს ხეხავს,
ხალხში როგორიც არ უნდა ჩანდე,
ღმერთი სულ ყველას გულისთქმას ხედავს...

ბედავს თავხედი, ურჩი კი არ თმობს,
გმირი სიკვდილზე ფიქრობს ყოველწამს,
ფერმწერი ჭკნება, ქრება პოეტი,
და ზღვაში ლურჯი ზარები ელავს...

და ზღვაში... ლურჯი ტალღების ფერი...
ფერი ზეციურ ჰანგთა ავრორა,
აღფრთოვანების ბრწყინვალე ნოტი,
და ზამბახების ნათელი კონა...

ო მდუმარებავ... არ ინდობ არვის!
შემომასიე კვლავ სევდის ფარა..
აჰა ეს ღამეც, დაე შეგერგოს...
არ მომაკარო სიმშვიდე არა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →