ჩანაწერი
Laravel
არაუშავს და მაგრამ
ზოგჯერ არაფერს ვამბობთ,
სათქმელიც ხშირად არ გვაქვს,
მაგრამ თვალები მაინც
ვიცით ვერაფერს მალავს...
და ეს წუხილი იქნებ,
არც გასამხელად ღირდეს,
მაგრამ თვალების სიღრმე,
მაინც ვერაფერს მალავს...
აწრიალდება ფიქრი,
და ტკივილებად მოვა,
შუბლზე სიცივის ოფლი,
თვალზე ველური თოვა.
მოვა მაისიც ალბათ,
უნდა მოვიდეს წესით...
მაგრამ არ ვიცით არა,
როგორ ან რა ელფერით...
თითქოს აქ უნდა მორჩეს,
რა უნდა იყოს სხვა რამ?
თუმცა მაშინვე ჩნდება
"არაუშავს" და "მაგრამ".
ვერ ვეგუები დღემდე,
განწყობას ამ ორ სიტყვის,
მე აღარ ვდარდობ მაინც
ყველა თავის გზით მიდის...
სათქმელიც ხშირად არ გვაქვს,
მაგრამ თვალები მაინც
ვიცით ვერაფერს მალავს...
და ეს წუხილი იქნებ,
არც გასამხელად ღირდეს,
მაგრამ თვალების სიღრმე,
მაინც ვერაფერს მალავს...
აწრიალდება ფიქრი,
და ტკივილებად მოვა,
შუბლზე სიცივის ოფლი,
თვალზე ველური თოვა.
მოვა მაისიც ალბათ,
უნდა მოვიდეს წესით...
მაგრამ არ ვიცით არა,
როგორ ან რა ელფერით...
თითქოს აქ უნდა მორჩეს,
რა უნდა იყოს სხვა რამ?
თუმცა მაშინვე ჩნდება
"არაუშავს" და "მაგრამ".
ვერ ვეგუები დღემდე,
განწყობას ამ ორ სიტყვის,
მე აღარ ვდარდობ მაინც
ყველა თავის გზით მიდის...
Laravel
კომენტარი
0