შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

და მთებს, როგორც ლურჯ ბიდონებს

გიო გოლიაძე 2 წლის წინ
და მთებს, როგორც ლურჯ ბიდონებს,
ჰკაფავ წვიმის ზარით,
ლიანდაგი არხევს კარებს,
შფოთვით და ზანზარით.
მოეხვევა ვარდებს ბინდი,
ბურანიდან მდორედ,
კვლავ მახსენებს თქეში წარსულს,
ვწუხვარ... ხელმეორედ...
გაკვირდები და მთებს ლურჯი,
წვიმის ზარით კაფავ,
არც არასდროს მოგიგონებ...
არც არასდროს გნახავ...
აქვე ახლოს, ამ გრიგალში,
მოდის მტკვარი მღვრიე,
ასე გადის ოქტომბერი,
რა ვქნა... შევეჩვიე...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →