შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მიფრინავენ...

გიო გოლიაძე 3 წლის წინ
მიფრინავენ… მიფრინავენ…
აბა საით?
რომელ მთისკენ?
რომელ ზღვისკენ?
რომელ ცისკენ?
რომელ ჩახრახ-უღრმულისკენ?
მიფრინავენ ამინდები…
შენ კი "აღარ…"
მე ხომ "ისევ…"
ნუთუ მართლა?
ახლა ისეეეეეეე
მომაგონდი…........
და იმ ძალით!
და იმ ძგერით!
ამიძგერდა გული,
მისმენ?!
როგორ, როგორ?
საით, საით?
რა მთები?
ან
რის ღრმულები??
შენ ხომ "აღარ..."
მე კი "ისევ!"
- დაბრუნდები?!
- დავბრუნდები!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →