შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჩემს ირგვლივ ისევ თარეშობს ქარი

გიო გოლიაძე 3 წლის წინ
ჩემს ირგვლივ ისევ თარეშობს ქარი,
და გაავებულ დემონებს მისევს,
თუმც ამ გრიგალის, ურცხვი ლაშქარი,
სულ არ მაშინებს, პირიქით, მიწვევს...

მიზიდავს ბრძოლა, მატყვევებს სისხლი,
გადახლეჩილი ფილტვების ფერი,
დაე დაინგრეს ბჭენი აკლდამის,
უკანასკნელად ვცეკვავ და ვმღერი.

მე არ მაღელვებს, მუქარა მტრისა,
არც ალესილი ხმლების ჩხრიალი,
წარბს არ მიტოკებს, დასვრეტილ ციდან
გადმოშვებული დემონის ბრჭყალი...

ისევ იქ ვდგავარ, მწვერვალის პირას,
წინ ცხელი ლავა, უკან გრიგალი,
გავჰყურებ ხარბად, დახოცილთ მირაჟს,
და კვლავ სისხლისკენ მიჭირავს თვალი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →