შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

პოეტი მხოლოდ იმაზე ითქვას!

გიო გოლიაძე 4 წლის წინ
ბევრი ვიკითხეთ, ბევრი ვიწვალეთ,
თუმც სადღაც მაინც აკლია სიტყვა...
და ამ სიტყვისთვის ძებნა სჭირდება
ნამდვილ პოეტს, რომ სათქმელი ითქვას!

დღეს? სხვანაირად იღვრება დენთი,
გაუფასურდა პოეტის სიტყვა...
სადღაა გრძნობა, სადღაა ცრემლი,
სიყვარულისთვის რაც უნდა ითქვას!

მხოლოდ ყოფითი შეგვრჩა პრობლემა,
იქაც არა ჰგავს ის სიტყვა სიტყვას...
რომანტიზმსა და ერთგულებაზე
ერთი სტრიქონიც არ უნდა ითქვას?!

მე მაინც ასე ვფიქრობ და რა ვქნა,
რომელიც ფრთხილად დაეძებს სიტყვას,
სათუთად არჩევს, ორჭოფობს, წვალობს,
პოეტი მხოლოდ იმაზე ითქვას!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →