შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ქარიან ნისლებს

გიო გოლიაძე 5 წლის წინ
მე შეიძლება ამ ღამით მოვკვდე
დილამდე სული ვერ გავიტანო,
რას ვიტყვი ბოლოს, უკანასკნელად?
არ ვიცი, იქნებ მხოლოდ ვინანო.
ამოუცნობი დამრჩა სიბერე
დროს მწარედ, მწარედ ვებღაუჭები,
ჩამტვრეულ ხიდს არ დამსგავსებია
აწ გასავლელი მომავლის გზები...
უქმად მიბრძვია? ვერ ვიტყვი ამას,
ბედნიერი ვარ ჩემი წარსულით,
და კვლავ მივყვები ქარიან ნისლებს
აწმყოს ლოდინში გადაკარგული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →