შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

დაბრუნება

გიო გოლიაძე 5 წლის წინ
მორჩა და ყველაფერი სულერთია,
ამინდებს ვითვლი და ვრწმუნდები,
ნუგეშზე ერთი თავით ნუგეშია,
სახლიდან ჩემს თავში რომ ვბრუნდები.
ღამეებს ვათენებ და იფშვნებიან,
ქარით გაწეწილი ხნულები,
წიგნებს ხურავენ და ფიქრდებიან,
ფიქრისგან დაობლებულები.
ულევი შრიალია ფოთლების და
ფერფლივით ფრიალებენ იფნები,
ქარია, მოლოდინი მიმღერის და
უკრავენ, ვუსმენ და ვმშვიდდები.
მორჩა თან არაფერიც სულერთია,
მივდივართ სახლში და ვჩუმდებით,
ნუგეშზე ერთი თავით ნუგეშია,
სახლიდან ჩვენს თავში რომ ვბრუნდებით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →