შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

თანამედროვე "პოეტებს"

გიო გოლიაძე 5 წლის წინ
ეს ღამეები ვკითხულობ ლექსებს,
“თანამედროვე პოეტებისას”
ვერაფერს ვიგებ, იქნებ თქვენ მითხრათ,
უგავთ კი რამე იმათ ლექსისა?!

საქმე რაშია, რად უნდა დავა?
მდარე სტროფები რაზე ვიკითხოთ?
და სანამ პოეტს დაირქმევ(თ) ალბათ,
სჯობს “თხა და გიგო” გადაიკითხო(თ)!

პოეზია ხომ კიდევ სულ სხვაა,
ლაპარაკიც კი არ ღირს ამაზე,
ტყუილუბრალოდ, დროს ნუ გაფლანგავთ,
არაფრის მომცემ დღაბნა-ჯღაბნაზე!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →