შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გასწი, ცისკენ იარე!

გიო გოლიაძე 5 წლის წინ
მიდის მიდის არ ჩერდება,
დროის ჩქარი მდინარე,
ქარში ხმები მედევნება,
- გასწი ცისკენ იარე!

იადონი ბულბულს ჰბაძავს,
ბულბული შავ შოშიას,
ამ ხმებს რიდით ვეკითხები
- ცამდე კიდევ შორია?

- წადი წადი, გზა ხომ იცი?
ნახავ როცა ინათებს,
პასუხისთვის ნუ ბრუნდები
თორემ დაიგვიანებ!

ხმათა ჯარი აღარ ცხრება,
მიჰქრის როგორც მდინარე,
- გასწი გასწი, გასწი გასწი,
გასწი ცისკენ იარე!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →