შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სამადლობელო

გიო გოლიაძე 5 წლის წინ
მე წამოცდენილ სიტყვებში ვპოვებ
სიხარულს ისეთს, სხვა რომ განიცდის
ვერა, ამ გზას რომ ვერ მივატოვებ
ვინც მიცნობს მგონი სულ ყველამ იცის.

სულ ყველამ იცის რომ არ ვიგონებ
რომ ნაღდი არის ეს გულისძგერა
და პოეზიის ფერად სტრიქონებს
ვფიქრობ ეტყობა ჩემი ხელწერა.

ოო სათუთია ეს სიხარული
ვერ აღწერს ენა ამ სილამაზეს,
ამ სითბოსთვის და სიყვარულისთვის
მადლობას გიხდით გ. გოლიაძე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →