შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ქაოსი

გიო გოლიაძე 5 წლის წინ
გულგახეთქილი გავჰყურებ დილას
კაცობრიობის ღრმა შებრალებით,
დღეს თქვენ ყველანი ერთმანეთს ჰგავხართ
და აღარაფრით არ განსხვავდებით.
ფერჩამოლეულ ფოთლის ნაპირებს
ეხეთქებიან წვიმის წვეთები,
დასწყევლოს ღმერთმა, მე ამ ქაოსში
ვფიცავ არავის შევედავები,
რომ მიუმხრომელ დინებას ვითხოვ,
მწვერვალეულის ბრმა ბრწყინვალებით,
უკვდავმყოფელთა მახვილი მმოსავს
ზეამოჭრილი ცეცხლის ალებით,
რომ ვიბრძვი, ველურ ქაოსის პირთან
ერთადერთობის განდიადებით,
მე მთელს მსოფლიოს დუელში ვიწვევ
შეუბრალებელ ტანჯვა-წამებით.
და როს გადივლის ზარების გრგვინვა
ცხელი ელჭექის მარად მპყრობელი,
მოიხვევს ნათელს ველური ყინვა
ყოველნაირად მიუმხრომელი,
როგორც სახელი ჩემი, ძვირფასი,
გამოკვეთილი წმინდა ჰანგისა,
დიახ, ეს მე ვარ, ქაოსთა მეფე
და ჰეგემონი ქარიშხალისა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →