ჩანაწერი
Laravel
ოო რამდენ რამეს
არავის ვფიცავ სულ არ ადარდებ
წამითაც შენზე არავინ ფიქრობს,
და სინანულის მძიმე მორევი
მალე გაარკვევს ვინ როგორ გიცნობს,
მერე გაიგებს კაცობრიობა
შენს ლამაზ სახელს, სისხლით დაღარულს,
გაიგებს მაგრამ რა ეშველება
მძიმე ფიცრებში გაჩხერილ სხეულს.
შეაზანზარებს ცარიელ კედლებს
იმ ცისფერ ლანდთა ღამის მთეველი,
ოოო რამდენ რამეს ვერ გაიხსენებ
და რამდენს კიდევ ვერ შეელევი,
თითქოს გგონია სადღაც, მალულად,
ამოფარვია სახლში კარადებს,
შემოიჭრება ფარდებში სხივი
და ფიქრიანად შეგაზანზარებს,
ბოლოს გაქრება ფუჭი ოცნებაც
დაისადგურებს მხოლოდ ცრემლები...
ოო რამდენ რამეს ვერ გაიხსენებ
და რამდენს კიდევ ვერ შეელევი.
წამითაც შენზე არავინ ფიქრობს,
და სინანულის მძიმე მორევი
მალე გაარკვევს ვინ როგორ გიცნობს,
მერე გაიგებს კაცობრიობა
შენს ლამაზ სახელს, სისხლით დაღარულს,
გაიგებს მაგრამ რა ეშველება
მძიმე ფიცრებში გაჩხერილ სხეულს.
შეაზანზარებს ცარიელ კედლებს
იმ ცისფერ ლანდთა ღამის მთეველი,
ოოო რამდენ რამეს ვერ გაიხსენებ
და რამდენს კიდევ ვერ შეელევი,
თითქოს გგონია სადღაც, მალულად,
ამოფარვია სახლში კარადებს,
შემოიჭრება ფარდებში სხივი
და ფიქრიანად შეგაზანზარებს,
ბოლოს გაქრება ფუჭი ოცნებაც
დაისადგურებს მხოლოდ ცრემლები...
ოო რამდენ რამეს ვერ გაიხსენებ
და რამდენს კიდევ ვერ შეელევი.
Laravel
კომენტარი
0