შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

გესაუბრებით სხვა სამყაროდან

გიო გოლიაძე 5 წლის წინ
აღარ მსურს ფიქრი სულს მიკაწრავდეს,
ხალხს მოვევლინო გიჟად და მკვლელად,
დღეს მეათასედ ვათენებ ღამეს,
ვინ იცის, იქნებ უკანასკნელად.
დაიცლებიან ცივი ვნებები,
ეს გულიც მალე შეწყვეტს დინებას,
და როცა სიკვდილს ჩემი სიცოცხლე
ქედმოუხრელად შეერკინება,
აღზევდებიან ქარში ვარდები,
ქვიშის ყანები ადიდდებიან,
მე არ მოვკვდები, არ გარდვიცვლები,
ისევე როგორც სხვები კვდებიან.
საუკუნეებს მოილევს სიტყვა,
როგორც ტაძარი კირით ნაგები,
გესაუბრებით სხვა სამყაროდან
ჩვენ საქართველოს დიდოსტატები!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →