ჩანაწერი
Laravel
სიზმარი
გუშინ სიზმარში გიხილე
თვალები გქონდა მზის,
ვერაფრით ვერ მოვითმინე
შრიალი ოქროს თმის,
გადაგიკოცნე ტუჩები
ნაქარგი შავი ზღვის,
გაგიბედე და გითხარი:
„სხივები თვალებს მჭრის“
იუკადრისე ნათქვამი
მხარი იცვალე მყის,
აღარც ტუჩები მამკიე,
აღარც თვალები მზის.
ასეთ სიზმარში დარჩენა
ჰგავდა უშობელ ჭირს,
გავიღვიძე და რას ვხედავ
მზე მიკოცნიდა პირს.
თვალები გქონდა მზის,
ვერაფრით ვერ მოვითმინე
შრიალი ოქროს თმის,
გადაგიკოცნე ტუჩები
ნაქარგი შავი ზღვის,
გაგიბედე და გითხარი:
„სხივები თვალებს მჭრის“
იუკადრისე ნათქვამი
მხარი იცვალე მყის,
აღარც ტუჩები მამკიე,
აღარც თვალები მზის.
ასეთ სიზმარში დარჩენა
ჰგავდა უშობელ ჭირს,
გავიღვიძე და რას ვხედავ
მზე მიკოცნიდა პირს.
Laravel
კომენტარი
0