შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დღეს თუ გადავრჩი

გიო გოლიაძე 5 წლის წინ
დღეს თუ გადავრჩი, იქნებ ვიცოცხლო
მაგრამ არცერთი არ მედარდება,
რა გზით ვიარო, ვის დავეკითხო
ბედნიერ წუთებს რა ემართება?
სად გაქრა ჩემი ბავშვური ფერი
ჩემი თვალების ლაღი თამაში
გადაჰფენია წუთებს წუთები
და სიმარტოვე ჩამდგარა ხმაში.

მაგრამ ლოდინი, როგორ არ მიყვარს
დღეს თუ გადავრჩი, დაე ვიცოცხლო...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →