შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

იქნებ

გიო გოლიაძე 5 წლის წინ
ლექსებს გიწერ, გეფერები,
თუმც არ ვიცი სადა ხარ,
საკუთარ თავს ვემტერები,
წადი სძებნე კარდაკარ!
იქნებ სადმე გადააწყდე
ნამტირალევ თვალებით,
დაგინახოს ცრემლიანი
რა არ შეებრალები?
იქნებ გული დაგიამოს
ხელზე ხელი მოგხვიოს,
და ბავშვური სიყვარული
კიდევ ერთხელ გეწვიოს...
იქნებ თვალი აგიხილოს
მოგზაურის ფიქრებმა,
ან ქუჩაში მოსეირნე
მშვენიერმა წყვილებმა,
წადი სძებნე, საცა გინდა,
ზღაპრის თეთრი რაშებით,
თორემ ზამთრის ცივ ღამეში
მარტოდმარტო დარჩები.
ჩემ თავს მკაცრად ვემუქრები,
არ გაბედო შეყოვნდე!
იქნებ სადმე გადააწყდე,
იქნებ სადმე შემოხვდე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →