შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სამრეკლოების მდუმარე აჩრდილს!

გიო გოლიაძე 5 წლის წინ
სამრეკლოების მდუმარე აჩრდილს!
სამრეკლოების მდუმარე აჩრდილს!
ოო დიდებულო, თვალსაწიერო,
თვით შეუმკრთალო, ცნობით აღვსილო,
სხივო ნათელო, და მშვენიერო,
ფერი დასცლია შენს ფრთათა კონებს,
ნუ აგაცრემლებს, ნუ დაგაღონებს
წმინდა სანთელი გათბობს და გშვენის,
გილამბავს სხეულს ლოცვის ზარები,
ვით ალმასები შენში ჩაღვრილი,
აი მშვენება, მე მას ვაღმერთებ,
ვით უსპეტაკეს და გაბრწყინებულს
სამრეკლოების მოხატულ სხეულს,
სიწმინდით მორთულს და ხატად ქცეულს,
მდუმარე აჩრდილს! მდუმარე აჩრდილს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →