შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ნაცნობი ლექსი

გიო გოლიაძე 6 წლის წინ
გუშინ მე მთხოვეს რომ წამეკითხა
ერთი პოეტის ნაცნობი ლექსი,
მე კი მიზეზად გადავიწყების
და ცოტა წყენის სასმისი შევსვი.
ასეა როცა დაბალ სვეტებთან
ძველი ნაჯახის ხმაური მიხმობს,
რომ პოეზიის ლამაზ ტევრებთან
ჯეელი თავის ჯიპზე საუბრობს,
რა მელექსება? რად მინდა ტაში?
სად ერეკლე და სად ხელოვნება...
ეს არის გრძნობა, სიტყვების მარში:
ტკივილი, ცრემლი და შთაგონება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →