შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ქობულეთს

გიო გოლიაძე 6 წლის წინ
„ღელე-ღურდანს“ მიწუნებდნენ
რა იცოდნენ ნეტა რა?
ვისაც ქობულეთის ზეცა
თვალით არ დაენახა.
მახსენებდნენ ძველ დუქანთან
კამათლების ნახელავს,
ქარს მიჰქონდა თოლიას ხმა
„ზღვა ღელავსო, ზღვა ღელავს“.
ვის რა ფიქრი განვუახლე?
ან რა სადარდებელი...
ქობულეთო მე ვარ შენი
მუდამ მაღმერთებელი.
წვიმდა...
წვიმდა...
წვიმდა...
წვიმდა...
ნაზად, ძლიერ კიარა,
რა კარგი ხარ საქართველოვ
ვთქვი და გამოიდარა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →