ჩანაწერი
Laravel
მივდიოდი და გული მტკიოდა
მივდიოდი და გული მტკიოდა
რომ მთელი ქუჩა შემომკიოდა,
ხალხი მხვდებოდა და საუბარი
მე არავისთან გამომდიოდა...
ქარი კი მტვერში საზარლად ქროდა,
და ყველას მწატე ნიღაბი გვქონდა.
მივდიოდი და როგორ მტკიოდა,
რომ კვამლი არსად ამოდიოდა,
რომ წირვას არვინ არ ესწრებოდა
და ყველას სადღაც გვეჩქარებოდა.
როგორ მინდოდა რომ ვინმე სახლში
თბილი ღიმილით მომგებებოდა.
მაგრამ ოცნება ოცნებად მქონდა,
რადგან ჩემს ძახილს ვერავინ სცნობდა,
რადგან მე ყველა მებრალებოდა,
ხალხი მისმენდა და იცინოდა,
ვეცემოდი და გული მტკიოდა,
მერიდებოდა, როგორც აღმზარდეს
და თვალზე ცრემლი ჩამომდიოდა,
მე რომ ცრემლები მემატებოდა
სხვას მაშინ უფრო ემღერებოდა.
კვლავ მივდიოდი და კვლავ მტკიოდა,
მაგრამ ამაზე ვინღა ჩიოდა...
ნეტავ ვიცოდე, ჩემთან არასდროს
რატომ არავინ არ მოდიოდა?
რომ მთელი ქუჩა შემომკიოდა,
ხალხი მხვდებოდა და საუბარი
მე არავისთან გამომდიოდა...
ქარი კი მტვერში საზარლად ქროდა,
და ყველას მწატე ნიღაბი გვქონდა.
მივდიოდი და როგორ მტკიოდა,
რომ კვამლი არსად ამოდიოდა,
რომ წირვას არვინ არ ესწრებოდა
და ყველას სადღაც გვეჩქარებოდა.
როგორ მინდოდა რომ ვინმე სახლში
თბილი ღიმილით მომგებებოდა.
მაგრამ ოცნება ოცნებად მქონდა,
რადგან ჩემს ძახილს ვერავინ სცნობდა,
რადგან მე ყველა მებრალებოდა,
ხალხი მისმენდა და იცინოდა,
ვეცემოდი და გული მტკიოდა,
მერიდებოდა, როგორც აღმზარდეს
და თვალზე ცრემლი ჩამომდიოდა,
მე რომ ცრემლები მემატებოდა
სხვას მაშინ უფრო ემღერებოდა.
კვლავ მივდიოდი და კვლავ მტკიოდა,
მაგრამ ამაზე ვინღა ჩიოდა...
ნეტავ ვიცოდე, ჩემთან არასდროს
რატომ არავინ არ მოდიოდა?
Laravel
კომენტარი
0