შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

იასამანებს

გიო გოლიაძე 6 წლის წინ
როდის დაატკბობს ზეცას ატმები?
როდის მოიფენს დილა მაისებს?
და პოეზიის ლურჯი გამები
ალბათ მაშინაც გამახალისებს,
როცა დამათოვს თეთრი ფიფქები
თითქოს რა გზაა, მე მაინც ვღელავ,
განა იმაზე რომ შევიცვლები?
არა, იმაზე რას შევცვლი ნეტავ.
და როცა ფიქრი დაუშვებს ფარდებს
ავღელდები და ავქვითინდები...
როგორ ვუმღერებ იასამანებს
როცა ამ ქვეყნად აღარ ვიქნები?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →