შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სილურჯე

გიო გოლიაძე 6 წლის წინ
რომ სილურჯის გენია,
ჩემს ხელს შემოხვევია,
როგორც სუროს სჩვევია
კარგო ამ ქვეყანაზე...
ზამთარი თუ დაგვიცავს,
თეთრი თოვლის საფარით
მოვალ თვალებს მოგირთავთ,
გვირილით და ზამბახით.
ამ ჰანგებით სიმღერებს,
რომ დილამდე გიმღერებთ,
მხოლოდ თქვენთვის ვიმღერებ
რაც კი დამიწერია!
თქვენი მკრთალი თითები,
თქვენი თითო თითები,
ლოცვით ნალოლიები,
როგორ მომნატრებია.
ახლა ცივი მარტია
ჩემი შემფარებელი,
წვიმს და თან მიხარია
ველზე ცის ფანტელები,
თქვენი თეთრი ხელები,
თქვენი ნაზი ხელები,
ვით ქარში ენძელები
თრთვიან იყინებიან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →