შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ტბასთან

მინდა ტბასთან ჭადრის პირას
მზეს გავუნდო ფიქრები
მინდა გულზე დავაფინო
ჩემი ნაზი სიტყვები

მინდა სიტყვა არნახული
ჩემგან გავაგებინო
მინდა თვალი გავუსწორო
სულში ჩავახედინო

მინდა ტბასთან ჭადრის პირას
ვესაუბრო გრძნობებზე
მინდა გულით გამოვუტყდე
დიდებულის გრძნობებზე

მინდა ხედზე გავუშალო
გვირილების მინდორი
მინდა თეთრად გადავთვალოთ
ფურცელ ფურცელ მინდორი

მინდა ვუთხრა რომ ის ჩემთვის
ფრთებ შესხმული ღმერთია
რომ მზესავით ლამაზია
ვარდზე მშვენიერია

მინდა მაგრამ რაღაც გრძნობა
მუდამ კუდში დამყვება
მუდამ სადღაც გამოჩნდება
მუდამ გულში ჩამწვდება

თითქოს ყურში ჩამჩურჩულებს
რომ ის თურმე სხვას ხვდება
რომ სხვა უყვარს სხვა არჩია
წუთი სოფლის გზაზედა


რომ სხვა უყვარს სხვას გაუნდო
გრძნობის ერთეულები
რომ ბეჭედიც სხვისგან ერგო
ვერცხლით, გადაფენტილი

მზეც წავიდა როგორც ნილსი
ღამის სიმხურვალეში
და ჩემს გულში ჩაიკეტა
დავიწყების კარები

თეთრ კედლებში ღამეს ვათევ
მარტოხელა ლოთივით
და ვიხსენებ ტბასთან ახლოს
ლამაზისფერ მშვენიერს

რომ ამ გრძნობას ვერვის ვანდობ
საიქიოდ გამყვება
რომ ის ბიჭიც აღარავარ
გულმორჩილი ტბაზედა


ახლა უფრო ნაცრისფერმა
დაიბუდა ჩემ გულში
ყველა ფიქრი მოისროლა
დაივიწყა წარსული

აღარც მზეა აღარც ტბაა
ჩაძირული ფიქრებით
ახლა ნისლიც გაიფანტა
და დღეს მარტო ვიქნები

მარტო სახლში მარტო კალმით
მარტო თეთრი ფურცელით
და დავიწყებ ახლის წერას
მოღალატე ფიქრებით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →