შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჩვენი თაობა

ჩვენში შეცვლილა თურმე თაობა
გამოიცვალა კაცი და ქალიც
ფასი დაკარგა უკვე ამ ორმა,
თავი იჩინა ბევრმა აბორტმა.
ქუჩაში მეფობს დაჭრა, მკვლელობა
ეს არის ჩვენთვის რატომღაც დღეობა.
რაც ადრე იყო კაცისთვის ზნეობა
უცბად გაქრა და იქცა ღრეობად...
გამეფდა შური, გამეფდა ფული
თითქოს დასუსტდა ჩვენ-ჩვენი სული
ყველა მოიცვა ტყუილმა, ეჭვმა,
სიმართლეს სძლია სიყალბის ეშვმა.
აქ დაიკარგა პატივისცემა
აქ მხოლოდ უყვართ სუსტების ცემა,
აქ აკვანშივე ბავშვი "ძველია"
აქ სიმართლის თქმა ძალზედ ძნელია.
აქ იარაღს აქვს ძალაუფლება,
აქ ხალხს არა აქვს სიტყვის უფლება.
აქ უკვე კაცში აღარ ზის ნდობა
და წამში გაქრა ერთიანობა... )
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →