შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ექსპრომტი

შენ ხარ იდუმალი ქარის ქროლვა ბარში,
მთიდან მოპარული ლურჯი ზღვა ზვირთებით,
შხარას ყინულივით ცივი მდუმარედა,
იალბუზისავით მყოფი გარინდებით,

შენს ხატებაში მთვარე ანათებს,
მისი სხივები მკრთალად გმოსავენ,
მე კი რა ვუყო უხმო ჯალათებს,
ვეფხვის კლანჭივით რომ დამტორავენ,

ანდამატივით მიზიდავს ბნელი,
როცა მივსდევდი ნათელ სტრიქონებს,
მიზნებმაც თითქოს ძალა დაკარგეს
და წარსულივით სულს ვერ მიცოცხლებს,

შენი თვალების უხმო ჩვენება,
მე დამანახებს ამღვრეულ მთვარეს,
და გავიჭრები უსაზღვროებას მეკობრის ნავით მოხეტიალე,

ამ მძიმე ღამის გადაგორება,
უნდა ნიშნავდეს უეჭველ სიკვდილს,
და მე მზადა ვარ თუ ეს სიცოცხლე,
შენს ბაგეებზე დატოვებს მზის სხივს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →