შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დაილია ქვეყნად კაცი

დაილია ქვეყნად კაცი
დარჩა მეტი უფრო ასლი
სიტყვა არის ყოვლად ბასრი
დამელია უკვე აზრი
აღარ არის გაქრა ბრაზი
განიტვირთა, გახდა ნაზი
გულს დაეტყო ორი ბზარი
ერთი დედას მოგაგონებს
სატკივარს და საომარს
მეორე კი მამა არის
თავი სხვისად რომ მოაქვს
შვილის ბალიშს ვინ ამოწმებს
გაიჟღენთილა ცრემლებით
მერამდენე ოცნებები ჩაიქოლა ცხენებით
თურმე ისიც კი შავდება, რომ
წარმოთქვა ხსენებით
ხალხი გაფუჭებულა
ამდენ ფერებ-ფერებით
ამოდენა სატკივარს
ვეღარ ვერევით
სათქმელს კი უამრავს
გადმოვცემ ლექსებით
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →