შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მოსატევარი

გია დია სამი 4 წლის წინ
ზეცა ჩაბნელდა, მოიხურა თალხის მანტია,
ფიქრმა და დარდმა, მთვარესავით გამანახევრა,
ღია სარკმელში ოქროსფერი შუქი ანთია,
სანთელმა თბილად გამიღიმა, გამანათელა.

თითქოს ფიქრი მსჯის, გაბზარული დარდის მონა ვარ,
თავღია ვდგავარ საკუთარი ლანდის წინაშე,
სალი კლდისაგან გამოთლილი ვარდის კონა ვარ,
შემოკედლილი ხელმოჭრილი ხუროს ბინაზე.

თბილი სანთელი ცივ სარკმელში ისევე თრთოლავს,
მისი ღიმილი ჩემს თვალებში იმედად ენთო,
ხორცით შესხმული სულიერი სულ მუდამ სცოდავს
და რაც შეგცოდე, მომიტევე, მაღალო ღმერთო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →