შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გასაუბრება ვაჟასთან

გია დია სამი 4 წლის წინ
წუხელ ვაჟასთან ვიყავი,
მომიყვა ძველი ლექსია,
გავიღვიძე და მახსოვდა,
მაგრამ ვერ გამილექსია.

მითხრა, "ალალი კაცისთვის,
ცხოვრება მეტად რთულია,
ყველა ირჯება თავისთვის,
ქვეყნის არ უძგერს გულია.

მთაში არწივი გამწყდარა,
გამრავლებულან ყორნები,
ტყეში ხეები გამხმარა,
ხავსით გამწვანდა ყორები.

სოფელს ღიმილი შეაშრა,
სიცოცხლე გაქვავებულა,
ყანებში ხორბლის ნაცვლადა,
ბალახი აყვავებულა.

მიწა უკუღმა ტრიალებს,
ღრუბელი დაჰქრის თავღია,
აკვანში ბალღი წრიალებს,
მომავლის უდევს დარდია.

მე რაღა გითხრა ახალი,
სათქმელი უწინ მითქვია,
წარსულის ავიც და კარგიც,
ჩემი ლექსებით მიქია.

აწი თქვენ უნდა შაებათ,
ქვეყნის უკუღმა ტრიალსა,
ალალ-მართალი სიტყვითა,
გადააშენებთ ტიალსა".
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →