შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მონატრება

გია დია სამი 6 წლის წინ
მეც ხომ შენსავით ზამთარმა მშობა,
ცივ ცაზე თეთრად თოვდა,
არ მახსოვს მე შენ სხეულში ყოფნა...
ნეტა გული რას გრძნობდა?

როგორც ყოველი პატარა ბავშვი,
ალბათ ანგელოზს ვგავდი,
შენ ანგელოზის დედა იყავი,
მარიამ დედას ჰგავდი.

ახლა, შენ მართლა მარიამთან ხარ,
უკიდეგანო ცაში,
ვერ გხედავ, მაგრამ ისევ მიყვარხარ,
სანუკვარ ოცნებაში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →