შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ღვინობისთვე

გია დია სამი 6 წლის წინ
მზემ ცხრავე თვალი ააბრიალა,
მგონი ზაფხული მობრუნებულა,
ბაღში, დამჭკნარი ყვავილის ღერო,
თითქოს ხელახლა აყვავებულა.

მზე ცისფერ ცაზე ცისარტყელას ქსოვს,
გახუნებულ ტყეს ფერებს უბრუნებს,
ქვევრებში ღვინო ადუღებულა,
მშრომელი გლეხი ლხინით უყურებს.

„ღვინობის თვეა, ე მამაძაღლი,
დაასხი თორე გამისკდა გული,
რთველი ავიღეთ, მოსავალი გვაქვს,
მეტი რისთვინა გვიდგია სული.

მამა-პაპისგან აგრე მოგვდგამდა,
პურის პატივი და ღვინის მადლი,
იყო მთავარი ოჯახის ბურჯი,
ყველას ევალა ამათი ყადრი.

მაშ პური ვჭამოთ და ღვინო შევსვათ,
სადღეგრძელო ვთქვათ მისი მადლისა,
ღვინობის თვეა, ღვინო დავლიოთ,
ძველი დავლოცოთ, შევსვათ ახლისა“.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →