შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მილანური ჩანახატი

გია ბ. 2 წლის წინ
ვზივარ კაფეში
ნისლიან დილას
ვუცქერ გამვლელებს
ამას და იმას
ვიგულე წყვილი
კისკასა გოგო
ეხვევა ყმაწვილი
ვით კალიოსტრო
დამშვიდობების
მან ესროლა მზერა
ქალი მშვილდივით
აიჭრა ზენა
ასეა გრძნობა, amor-ი, fati
თუ გაგიმართლა
და შედგა ფაქტი
დალოცვილი ხარ
ბედის რჩეული
ვაი კი იმას, ვინც
ავბედად ეული
დაიარება ვითარც გრძნეული
უკმარისობით გადარეული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →